პროგრამების მენეჯერი
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი " აცხადებს ვაკანსიას პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები
- დოკუმენტაციის სრული მართვა: პაციენტების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების (ინვოისები, წერილები) მომზადება, ელექტრონულ პორტალებზე ატვირთვა და შესაბამის სამსახურებში მატერიალური თუ ციფრული სახით გადაგზავნა.
- საგარანტიოებისა და დეპოზიტების დამუშავება: დამფინანსებლებისგან მიღებული საგარანტიო წერილების დამუშავება, კოდების გააქტიურება და პაციენტების შიდა სარეგისტრაციო პროგრამაში, დეპოზიტზე ასახვა.
- ვადებისა და ფინანსების კონტროლი: საგარანტიო წერილების ვადების მკაცრი დაცვა, აუთვისებელი დეპოზიტების გაკონტროლება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის დროულად წარდგენა დამფინანსებლისთვის.
- ბუღალტრული შედარება და სააღრიცხვო ცხრილები: ანაზღაურებული თანხების შედარება ბუღალტერიასთან, შიდა სააღრიცხვო ცხრილების წარმოება, პროგრამული გადახურვა და მიღება-ჩაბარების აქტების მოწესრიგება/შენახვა.
- კომუნიკაცია და კოორდინაცია: პაციენტებისთვის პროცედურული მექანიზმების ზუსტი ახსნა და მიმართულების მიცემა, ასევე საჭიროებისამებრ პირდაპირი კომუნიკაცია დაფინანსების წყაროებთან.
ძირითადი მოთხოვნები
- პასუხისმგებლობიანი პიროვნება;
- დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.