პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

EMPRRCYG გამოქვეყნდა 11 ნოე 16 ნახვა

პროექტ მენეჯერი

ბაუმერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები

  • საინჟინრო პროექტების განხორციელების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა - სამუშაოების გეგმა-გრაფიკის, ბიუჯეტისა და საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა.
  • პროექტის განხორციელების სრული ციკლის მართვა - სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი.
  • პროექტში ჩართულ ქვეკონტრაქტორებთან და დამკვეთთან ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობა და სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
  • სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადების, ხარისხისა და ბიუჯეტის კონტროლი.
  • შესყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა და პროექტის უზრუნველყოფა საჭირო მასალებითა და შესაბამისი მომსახურებებით.
  • საჭირო მასალების ფასების შეთანხმება და პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისი, ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
  • პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და პროგრესის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
  • პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი საკითხებისა და რისკების მართვა.
  • შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესის ორგანიზება და დამკვეთთან კომუნიკაცია.
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები

  • აუცილებელია საინჟინრო სფეროში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით;
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Project, MS Office;

სამუშაო პირობები

  • ლოკაცია: თბილისი, მ. მაჭავარიანის 65
  • გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00
  • მივლინება: საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში
  • ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა