ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი
შპს პრემიუმ მედსერვისი აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი ანაზღაურება: 1000 ლარი. პლუს ბონუსები
ძირითადი ფუნქციები: - ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით; - კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; - მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება „ცივი ჯაჭვის“ მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; - ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა; - საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი) - სამუშაო გამოცდილება:სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
ცოდნა და უნარები: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული; - დროის მენეჯმენტი; - სისხარტე, ოპერატიულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ ან დარეკეთ:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.