მზარეულის დამხმარე
რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება სამზარეულოს გუნდს პროდუქციის მომზადებასა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებაში.
ძირითადი მოვალეობები - პროდუქტების პირველადი დამუშავება და მომზადება; - ბოსტნეულის, ხორცისა და სხვა ინგრედიენტების დამუშავებაში დახმარება; - ინგრედიენტების დაჭრა, გასუფთავება, აწონვა და მომზადება შესაბამისი დავალების მიხედვით; - მზარეულების მიერ გაცემული დავალებების შესრულება; - სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის მომზადება; - პროდუქციის სწორად შენახვა და განთავსება; - მაცივრებსა და სამუშაო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება; - საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა; - სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა; - სამზარეულოს სამუშაო პროცესში გუნდის დახმარება.
მნიშვნელოვანი: მზარეულის დამხმარის მოვალეობაში არ შედის კერძების შეკვეთაზე მომზადება და გაშვება. პოზიცია ძირითადად გულისხმობს პროდუქტების დამუშავებას, წინასწარ მომზადებას და მზარეულების დახმარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება სასურველია; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა; - სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა და დისციპლინა; - დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისი I ცვლა: 09:00 – 16:00 II ცვლა: 16:00 – 23:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maisisezo@restaurantmaisi.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551999888