ხარისხის მართვის მენეჯერი
შპს "ვბ ინვესტიციები" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
მიზანი: კომპანიაში ხარისხის მართვის ეფექტური სისტემისა და სტანდარტების (ISO 9001:2015) დანერგვა, კონტროლი და მუდმივი გაუმჯობესება; შიდა აუდიტისა და პროცესების ანალიზის მეშვეობით მაღალი ხარისხისუზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები: ხარისხის მართვა და სისტემების დანერგვა: - ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტების შექმნა და მათი პროცესების მფლობელობამდე დაყვანა. - ხარისხის კონტროლისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და მათი შეუფერხებელი მოქმედების უზრუნველყოფა. - არსებული ISO 9001:2015 სტანდარტების შესაბამისი სისტემების კონტროლი და ცვლილებების შემთხვევაში დროული რეაგირება.
მონიტორინგი, აუდიტი და ანალიზი: - სამუშაო პროცესების უწყვეტი ანალიზი, შეუსაბამობების აღმოჩენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. - შიდა აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა, შედეგების განხილვა და შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა დირექტორისთვის. - ორგანიზაციის საქმიანობაში ცვლილებებისა და სიახლეების შეთავაზების პროცედურების მართვა, განხილვა და დანერგვა.
კოორდინაცია და მენეჯმენტი: - მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და განხილვის შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება. - ხარისხის მართვის ეფექტური ინსტრუმენტების შექმნა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
კვალიფიკაცია/გამოცდილება და უნარები: - უმაღლესი განათლება. - ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. - ხარისხის მართვის სისტემის მენეჯერისა და შიდა აუდიტორის სერტიფიკატი. - საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. - დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და მაღალი სამუშაო დისციპლინის უნარი. - გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. - კოლეგიალობა და გუნდური მუშაობა.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 9 AM - 6 PM, ორშაბათი-პარასკევი (5 დღე, 8-საათიანი სამუშაო დღე).
რას გთავაზობთ: - ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობა. - თანამშრომლური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო. - პროფესიული ზრდისა შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ გადადით მითითებულ ბმულზე და გაგვიზიარეთ საკონტაქტო ინფორმაცია: https://wbicareers.selfrecruit.ge/s/kk5t
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.