8132 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ERNQK4C3 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

ბლექ სი დისთრიბუშენი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1600 / თვეში ბოლო ვადა:

იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

ანაზღაურება: 1600 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სწორად და სრულად შერჩევა (სკანერით ან სიების მიხედვით);

** მუშაობა სამ ტემპერატურულ ზონაში: ემბიენტი, გაგრილებული და გამყინავი;

** ტემპერატურაზე მგრძნობიარე პროდუქციის სწორად დამუშავება და გატანა;

** შერჩეული პროდუქციის სწორად განთავსება შესაფუთ ზონაში ან გამგზავნ არეალში;

** FIFO/FEFO პრინციპების დაცვა საჭიროების შემთხვევაში;

** სამუშაო ადგილის მუდმივად სუფთად და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

** HACCP სტანდარტების, ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა (მათ შორის ალერგენების მართვა, მარკირება, პროდუქტის უვნებლობა);

** დეფექტური ან დაზიანებული საქონლის დაუყოვნებლივ შეტყობინება მენეჯერისთვის;

** საწყობის უსაფრთხოების წესების დაცვა და შესაბამისი დაცვის საშუალებების გამოყენება;

** მარაგების სიზუსტის ხელშეწყობა - ნაშთების ან არასწორად განთავსებული საქონლის დაფიქსირება;

** მონაწილეობა სასწავლო სესიებში და ჯგუფურ შეხვედრებში, რომლებიც უკავშირდება გაგზავნის პროცესებსა და სურსათის უსაფრთხოებას.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:. ან დაგვიკავშირდით ნომერზე:. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მიღების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბლექ სი დისთრიბუშენი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა