7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EV3AFJ94 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ქიმიკოსი

ლუდსახარში არგო via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "არგო" აცხადებს ვაკანსიას ცვლის ქიმიკოსის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.argo.ge სტრუქტურული ერთეული - ხარისხის კონტროლი (ქიმიური სამსახური) სამუშაო გრაფიკი: ცვლებში ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები: - ნედლეულისა და მზა პროდუქციის ქიმიური ანალიზი; - წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგი ლაბორატორიული თვალსაზრისით; - ლაბორატორიული კვლევების შედეგების ფორმალიზება და მონაცემთა რეგისტრაცია; - ხარისხის სტანდარტების კონტროლი და დოკუმენტაციის წარმოება; - ლაბორატორიული აღჭურვილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - ქიმიური ანალიზების ჩატარება მეთოდური ინსტრუქციების შესაბამისად; შედეგების დამუშავება და გაფორმება - ჩამოსხმის პროცესში პროდუქციის კონტროლი ( შევსების დონის, დახუფვის ხარისხის, ეტიკეტის, თარიღის კონტროლი ). - თვის ან/და წლის შემაჯამებელი რეპორტი ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ქიმიის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (ქიმიური ტექნოლოგია, ბიოქიმია და ა.შ.); - ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული ანალიზის ცოდნა; - სურსათის უვნებლობის სისტემები და ISO სტანდარტების ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლიანი მიდგომა და ყურადღება დეტალებისადმი; - ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word); - ტექნიკური დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. - კონკურენტულ ანაზღაურებას. - კვებას - ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურებას.

თქვენს მიერ მოწოდებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არგოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ ქიმიკოსი", ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995591700004.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ლუდსახარში არგო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა