7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EVCW2HTB გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ბუღალტერ-აღმრიცხველი

Bolero & Company via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Bolero & Company აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-აღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: - მარაგების შესყიდვების, პროდუქციის წარმოების და პროდუქციის რეალიზაციის ოპერაციების ასახვა და კონტროლი სააღრიცხვო პროგრამაში; - სასაწყობო მეურნეობაში არსებულ სასაქონლო ნაშთებზე პროგრამული კონტროლი, ფინანსური და რაოდენობრივი აღრიცხვის წარმოება; - მარაგების მოძრაობის ანგარიშგებების მომზადება; - კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/აუდიტი); - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - ბუღალტრული პროგრამების ცოდნა ( ORIS და 1C); - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად) - სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონე)

ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად

კანდიდატურების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე hr@bolero.ge სათაურის ველში მიუთითეთ “ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Bolero & Company
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა