7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

EVRFG0HF გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

საქმეთა მწარმოებელი

სმარტ სოლუშენსი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა: ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები. სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით

მოვალეობები: - სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება, მართვა და უშუალო ზედამხედველობა - მუშახელისა და სპეციალური ტექნიკის ეფექტური გადანაწილება და მათი მუშაობის გაკონტროლება - სამუშაოების შესრულების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და ვადების დაცვის უზრუნველყოფა - ობიექტზე შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური და სახანძრო ნორმების მკაცრი კონტროლი - სამშენებლო მასალების რაციონალური გამოყენება და ხარჯვის კონტროლი - პროექტის მენეჯერთან და ობიექტის ინჟინერთან მჭიდრო თანამშრომლობა, შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშგება - სამუშაო ნახაზების მიხედვით დავალებების გაცემა და შესრულების გადამოწმება

უნარჩვევები: - ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი - ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი - ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი - სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი - დეტალებზე ორიენტირებულობა

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე - სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი - სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და ნორმების სიღრმისეული ცოდნა - სამშენებლო სპეცტექნიკის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge

გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სმარტ სოლუშენსი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა