ავტომობილების მოკლევადიანი გაქირავების დეპარტამენტ.მენეჯერი
"Sixt" არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: www.sixt.com
"Sixt" ეძებს მოტივირებულ, მიზანზე-ორიენტირებულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს ავტომობილების მოკლევადიანი გაქირავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
- პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
- უმაღლესი განათლება
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტურისტულ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- პრიორიტეტების განსაზღვრის, დროის მართვის და ორგანიზაციული უნარები
- სწორი ლოჯისტიკის და დაგეგმარების უნარები
- საოფისე პროგრამების (Microsoft Office (Word, Excel, Power Point), Microsoft Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
ფუნქცია-მოვალეობები
- კლიენტებთან ურთიერთობა (before/after sale)
- კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება
- ხელშეკრულებების გადამოწმება და პროგრამულად ინფორმაციის შეყვანა
- საპატრულო და პარკირების ჯარიმების შემოწმება
- ყოველდღიური დაგეგმარება
- ყოველთვიური რეპორტი
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ მისამართზე და subject-ში მიუთითეთ "ვაკანსია - კლიენტთა მომსახურეობის მენეჯერი".