სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "შპს მედიგრუპ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე შიდა ქართლის რეგიონში (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი)
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების ჩატარება ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან;
- კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა;
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
- სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის კარგად ცოდნა;
- კომპიუტერის ცოდნა;
- გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
უნარები და შესაძლებლობები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- ორგანიზატორული ნიჭი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა;
- პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
- არაკონფლიქტურობა;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა (სასურველია).
ხელფასი შეთანხმებით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელ. ფოსტაზე.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.