მზარეული
"ლუდის სახლი - 1945" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, შიოს წყარო (გელდიაშვილის #3) ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)
სამუშაოს აღწერა:
- არსებული რეცეპტის მიხედვით სხვადასხვა სახის კერძის დამოუკიდებლად მომზადება;
- კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების გამზადება, გასუფთავება;
- პროდუქტების შენახვა, შენახვის წესების დაცვა და ვადების კონტროლი;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- აუცილებელია კანდიდატს ქონდეს კერძების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
- ანალოგიურ პოზციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლიანი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2026 წელის 14 ოქტომბერი
კომპანია "ლუდის სახლი -1945" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. კომპანია "ლუდის სახლი -1945"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ლუდის სახლი -1945"- ს მიერ დამუშავდება თქვენთან შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.