წყლის უბნის ოპერატორი
შპს წაღვერი აცხადებს ვაკანსიას წყლის უბნის ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაცი მოთხოვნები: - საშუალო განათლება (უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს ან ტექნიკურ განათლების მქონეს) - ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასმელების წარმოებაში მუშაობის გამოცდილებას) - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ფუნქცია -მოვალეობები: - მინერალური წყლის მიღება, მომზადება და ფილტრაციის პროცედურების შესრულება. - არსებული რეზერვუარების, ფილტრებისა და მილსადენების რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება. - წყლის მიღების, დამუშავების და გახარჯვის სრული პროცესის კონტროლი და აღრიცხვა. - სარეცხი-სადეზინფექციო საშუალებების აღრიცხვა და შესაბამის ჟურნალებში ანგარიშების წარმოება.
სამუშაო გრაფიკი სრული ორშაბათი-პარასკევი დამატებითი ბენეფიტები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, მობილური ტელეფონის შევსება.
ლოკაცია ბორჯომის რაიონი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@tsagveri.com