მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. "თიენდარი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.trd.ge/ka ან მოგვწერეთ მეილზე - Focused on Success
"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარეს პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები: მძღოლ-ექსპედიტორის დახმარება წინასწარ განხორციელებული შეკვეთის დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო და დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად;
პროდუქტი - საყოფაცხოვრებო ქიმია.
მოთხოვნები:
- სასურველია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი და გამოცდილება - B კატეგორიის მართვის მოწმობა
- სასურველია დისტრიბუციაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები: ენერგიული, პასუხისმგებლობიანი, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, ორგანიზებული, კომუნიკაბელური, სტაბილური.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 სთ - 17 სთ;
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბას ქ. N15
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1 200 ლარი
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე.
საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე ბათუმში.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
"თიენდარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.