PR სპეციალისტი
ჩვენი გუნდი ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და კომუნიკაბელურ, სხარტი აზროვნების კანდიდატს PR სპეციალისტის პოზიციაზე!
თუ გიყვარს წერა, გაქვს კრეატიული აზროვნება, ფლობ ინგლისურს და გსურს განვითარება — ეს შეთავაზება შენთვისაა.
ძირითადი მოთხოვნები და პირობები
- ენა: ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (გამართული წერა და მეტყველება); ინგლისური ენა.
- კრეატიული წერა: სოციალური ქსელების პოსტების, მიმზიდველი ტექსტებისა და სტატიების შექმნის უნარი.
- პიროვნული თვისებები: სხარტი და კრეატიული აზროვნება, პოზიტიური განწყობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული/ონლაინ. ძირითადად იმუშავებთ დისტანციურად, თუმცა საჭიროებისამებრ (წინასწარი შეთანხმებით) აუცილებელი იქნება ღონისძიებებსა და შეხვედრებზე დასწრება.
რას გთავაზობთ
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე, კვალიფიკაციის მიხედვით).
როგორ უნდა გამოგვეხმაუროთ?
თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ აღწერილ მოთხოვნებს და მზად ხარ, შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნე შენი CV (ფოტოსურათით) ელექტრონულ მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!