8628 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F3VJRMZV გამოქვეყნდა 1 ოქტ 7 ნახვა

HH Recruitment

HH Recruitment

ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი

HH Recruitment გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას HR დირექტორის პოზიციაზე ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციისთვის, რომელიც მოღვაწეობს საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში.

სამუშაო აღწერილობა - კომპანიის ბიზნეს მიზნებთან შესაბამისი HR სტრატეგიის ფორმირება და განხორციელება, ასევე HR პოლიტიკებისა და პროგრამების შემუშავება და დანერგვა; - HR-ის სრული ციკლის მართვა, მათ შორის ტალანტების მოზიდვა და შერჩევა, თანამშრომელთა ადაპტაცია, შესრულების მართვა, სწავლება და განვითარება, კომპენსაციები და ბენეფიტები; - ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილებების მართვის ინიციატივების ხელმძღვანელობა, პოზიტიური სამუშაო გარემოსა და თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება; - შრომითი კანონმდებლობის და მონაცემთა კონფიდენციალობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, HR მეტრიკების და ტენდენციების ანალიზი; - მენეჯმენტისთვის სტრატეგიული კონსულტაციის გაწევა, სამუშაო ძალის დაგეგმვასა და HR ბიუჯეტირებაში მონაწილეობა; - HR პროცესებისა და გუნდის მართვა, ეფექტიანი შიდა კომუნიკაციისა და პროფესიული HR მომსახურების უზრუნველყოფა; - HRIS-ისა და HR ანალიტიკის განვითარება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები - უმაღლესი განათლება; სასურველია HR მიმართულებით პროფესიული სერტიფიკატი; - შრომითი კანონმდებლობის და ეფექტური HR პრაქტიკების ცოდნა; - HR-ის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება, საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში; - ტალანტების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, კომპენსაციების და ბენეფიტების მიმართულებით გამოცდილება; - ლიდერული უნარები, სტრატეგიული აზროვნება და ძლიერი კომუნიკაციის უნარი; - MS Office-ის (განსაკუთრებით, Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა; HRIS-ისა და HR ანალიტიკის გამოყენების გამოცდილება; - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე. გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
HH Recruitment
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა