ლოჯისტიკის მენეჯერი
+7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,864 ₾ · 36 განცხადება
გამოქვეყნდა 22 ოქტ (დარჩა 9 დღე) ბოლო ვადა: 23 ნოე
ვაკანსია — ლოჯისტიკის მენეჯერი
ტაქსოპარკი "ლოტუსი" ეძებს პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც ერკვევა ავტომობილების ტექნიკურ საკითხებში და აქვს მართვის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- ავტომობილების სახელოსნოში გადაყვანა და შეკეთების შემდეგ უკან დაბრუნება;
- საჭირო ავტონაწილების მოძიება;
- ნაწილების მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების შედარება;
- ავტონაწილების წამოღება და სახელოსნოში მიწოდება;
- სახელოსნოებთან კოორდინაცია და შეკეთების მიმდინარეობის კონტროლი.
მოთხოვნები
- ავტომობილების ტექნიკურ საკითხებში გარკვევა;
- მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარასკევი: 11:00-19:00;
- შაბათი: 12:00-17:00;
- კვირა: დასვენება.
ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე ასაღები, მომატების პერსპექტივით.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "სერვისების თანამშრომელი".