შესყიდვების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
−73% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,820 ₾ · 35 განცხადება
გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ
"მეგალაბი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას -შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები
- ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- საოფისე ინვენტარისა და საჭირო მასალების შეკვეთების გაფორმება და დროული მიწოდების კონტროლი;
- მარტივი შესყიდვების განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ფასების შედარება და შეთავაზებების შერჩევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით).
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები
- ანაზღაურებადი სტაჟირება — 500 ლარი;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების შესაძლებლობა.
- სტაჟირების ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 თვე.
- ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;