სხვადასხვა
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს სხვადასხვა ვაკანსიებს:
1. პოზიციის დასახელება: ქვესადგურის უფროსი
სამუშაოს მიზანი: ქვესადგურის ექსპლუატაციაზე კონტროლი და რემონტებიდან გამოსული შენობა-ნაგებობების და დანადგარების ექსპლუატაციაში მიღება.
2. პოზიციის დასახელება: ოსტატ-ელექტრიკოსი
სამუშაოს მიზანი: ქვესადგურის ელ.დანადგარების და მოწყობილობების ტექ.მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულება და ხელმძღვანელობა.
3. პოზიციის დასახელება: მორიგე ოპერატორი
სამუშაოს მიზანი: ქვესადგურის მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია, უავარიო მუშაობის უზრუნველყოფა, ელექტროდანადგარების გამართულ მუშაობაზე კონტროლი და ქვესადგურის ტერიტორიის ადვილად აალებადი პროდუქტებისგან და ნარჩენებისგან (გამხმარი ბალახი, ნავთობპროდუქტების ნარჩენები) განთავისუფლება (ღორღის მოყრა, გათიბვა)
4. პოზიციის დასახელება: მუშა
სამუშაოს მიზანი: ქვესადგურებში დაგეგმილი სამუშაოების უზრუნველყოფა.
5. პოზიციის დასახელება: დიასახლისი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.
შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.
სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.