8681 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F9T1BX71 გამოქვეყნდა 2 სექ 0 ნახვა

ტურ-მენეჯერი

Tempel Travel Caucasus გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ტურიზმი / სასტუმროები
₾2300 / თვეში ბოლო ვადა:

ტურისტული კომპანია „თემფელ თრეველ კავკასუს“, რომელიც შემომყვანი (Incoming) ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ეძებს ტურ-მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები: - ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება; - ჯავშნების მიღება და დამუშავება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით; - კომუნიკაცია ადგილობრივ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან; - ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია; - ტურის დაწყებამდე ყველა საჭირო სერვისის დროული დაჯავშნა; - ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება და გაფორმება; - პროექტის დასრულების შემდეგ გაწეული სერვისების შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსურ პროგრამაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ტურისტულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — ზეპირი და წერითი კომუნიკაციის საშუალო დონეზე; - საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ღირსშესანიშნაობების, კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ცოდნა; - MS Office-ის კარგი ცოდნა; - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი — 09:00–17:00; შაბათი — ონლაინ მუშაობა; დასვენების დღე — კვირა.

ანაზღაურება: 2300 ₾ — ფიქსირებული ხელფასი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქ. 7, ქარვასლა ბიზნეს პლაზა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: გელოდებით თქვენს CV-ს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Tempel Travel Caucasus
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა