გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FA7Q8447 გამოქვეყნდა 2 ნოე 9 ნახვა

სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერი

სტომატოლოგიური კლინიკა გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კლინიკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • ადმინისტრატორების, ასისტენტებისა და სხვა პერსონალის მუშაობის კოორდინაცია;
  • თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების, დისციპლინისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • პაციენტთა მომსახურების ხარისხისა და კმაყოფილების მონიტორინგი;
  • კონფლიქტური და რთული სიტუაციების პროფესიონალურად მართვა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა;
  • მარკეტინგული აქტივობებისა და სარეკლამო კამპანიების კოორდინაცია;
  • კლინიკის შიდა სტანდარტებისა და სამუშაო პროცესების დაცვა;
  • კლინიკის ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ჯანდაცვის მიმართულებით);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო ან სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილებას;
  • პერსონალის მართვისა და ორგანიზაციული უნარები;
  • ფინანსური ანგარიშგებისა და ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები

  • ლიდერული უნარები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამართლიანი და მომთხოვნი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ;
  • ემოციური ინტელექტი და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარი;
  • ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • კლინიკის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას.

პირობები

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - 10.00-დან 18.00-მდე, შაბათი 10.00-16.00-მდე.
  • ანაზღაურება შეთანხმებით.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.

სათაურის ველში მიუთითეთ: "კლინიკის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა