გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FAMNRHKT გამოქვეყნდა 17 ნოე 14 ნახვა

სარეკლამო კონსტრუქციებისა და დეკორაციების ხელოსანი

The Design Mall გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
₾170 დღეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

"DESIGN MALL" აცხადებს ვაკანსიას - სარეკლამო კონსტრუქციებისა და დეკორაციების ხელოსანზე.

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ გამოცდილ, კვალიფიციურ და პასუხისმგებლობიან ხელოსანს, რომელსაც აქვს სარეკლამო წარმოების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია სხვადასხვა სარეკლამო კონსტრუქციისა და დეკორატიული ელემენტის დამზადება, აწყობა და მონტაჟი.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით / სამუშაო დღეების მიხედვით ანაზღაურება: ყოველ ნამუშევარ დღეზე 170 ლარიდან (ხელზე). საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი სამუშაოები

  • ლაითბოქსებისა და განათებული სარეკლამო კონსტრუქციების აწყობა;
  • LED განათების მონტაჟი და გამართვა;
  • ორგმინაზე მუშაობა — დამუშავება, აწყობა და დამაგრება;
  • ბანერების გადაჭიმვა და მონტაჟი;
  • დეკორაციების და სადემონსტრაციო ელემენტების დამზადება;
  • არსებული კონსტრუქციების შეკეთება და განახლება.

მოთხოვნები

  • სარეკლამო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებისა და მასალების დამუშავების ცოდნა;
  • ნახაზის ან ესკიზის მიხედვით მუშაობის უნარი;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობა და სამუშაოს შეთანხმებულ ვადაში შესრულება;
  • უსაფრთხოების წესების დაცვა.

ანაზღაურება: ყოველ ნამუშევარ დღეზე 170 ლარიდან — ხელზე. საბოლოო თანხა განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა