ღვინის მაღაზიის კონსულტანტი
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა; - მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; - ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - თავაზიანი; - ორგანიზებული; - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პიროვნული თვისებები - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 - სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი - ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ: - კომფორტულ სამუშო გრაფიკს; - კვებით უზრუნველყოფას; - ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: - კვებითი უზრუნველყოფა - ჯანმრთელობის დაზღვევა - 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa - 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“ - ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: - მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას - სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას - ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას - საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!