საწყობისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
შპს "შეფს მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
საწყობისა და ლოჯისტიკის ხელმძღვანელი ცენტრალური საწყობი · სრული განაკვეთი
პოზიციის მიზანი საკვები პროდუქციის ზუსტი მიღება, სათანადო პირობებში შენახვა, მარაგების კონტროლი და კლიენტებთან დროული მიწოდება
მოვალეობები
- იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის მიღება: დოკუმენტების, რაოდენობის, ვადისა და ტემპერატურის შემოწმება
- საწყობისა და მარაგების მართვა: FEFO პრინციპი, პარტიების მიკვლევადობა, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, ინვენტარიზაცია
- შეკვეთების მომზადება (მესაწყობესთან ერთად) მანქანის მარშრუტის დაგეგმვა და მძღოლ მიმწოდებლების მართვა (დისციპლინის კონტროლი)
- ავტომობილების მდგომარეობის შემოწმება
- დაბრუნებების აღრიცხვა (მიწოდების დადასტურებები, ფაქტობრივი და სისტემური მონაცემების შეჯერება)
- პასუხისმგებლობის აღება მარაგებსა და ფასეულობებზე რაც იქნება განთავსებული ცენტრალურ საწყობში
- სხვა საწყობის და ლოჯისტიკის პროცესებთან დაკავშირებული პროცესების მართვა
მოთხოვნები
- მინიმუმ 2 წლის გამოცდილება საწყობში ან დისტრიბუციაში
- სასურსათო საწყობში მუშაობის გამოცდილება (სასურველია გაყინულ/გაცივებულ პროდუქციასთან)
- მიღების, ინვენტარიზაციის, პარტიებისა და ვადების კონტროლის ცოდნა
- ზედნადებების გამოწერისა და სასაწყობო/ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
- Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა
- მენეჯერული უნარები: დავალებების განაწილება, პრიორიტეტების სწრაფი შეცვლა, დოკუმენტებთან სიზუსტე
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
კანდიდატები რომლებიც შეირჩევიან გადაეგზავნებათ დაწვრილებითი სამუშაო აღწერა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 25 ნოემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:,,საწყობის თანამშრომელი"
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "შეფსმარკეტი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.