8347 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FC1XVN40 გამოქვეყნდა 27 აგვ 1 ნახვა

საწყობის მიმღები

აგროჰაბი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე თბილისში.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან შემოსული პროდუქციის მიღება საწყობში; ** პროდუქციის მიღებისას პოკეტის საშუალებით შეკვეთის მიხედვით საქონლის დასკანერება და რაოდენობების შემოწმება; ** მიღებული პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება პოკეტში ასახულ შეკვეთასთან; ** პროდუქციის დასახელების, რაოდენობის, ერთეულის და სხვა შესაბამისი მონაცემების კონტროლი; ** მიღების პროცესში აღმოჩენილი სხვაობების, ნაკლოვანებების ან შეუსაბამობების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** სამუშაო პროცესში დადგენილი წესებისა და საწყობის შიდა პროცედურების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** საწყობში ან პროდუქციის მიღების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ფიზიკურად აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: Hr@agrohub.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მიმღები".

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

"კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით"

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
აგროჰაბი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა