VIP მერჩენდაიზერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას VIP მერჩენდაიზერის პოზიციაზე იმერეთში.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
https://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონები
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ; დასვენება: შაბათი - კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარი + მანქანის ცვეთის თანხა 150 ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლანოგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი.
** შეკვეთის გაფორმებაში ჩართულობა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel:
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.