ადმინისტრატორი
ბათუმში მდებარე სასტუმრო „MiraMar-Luxury Residences”, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სასტუმრო მდებარეობს ჰილტონ ბათუმის გვერდით ბელევიუ რეზიდენსის შენობაში, მოიცავს 54 ნომერს, რომელიც სტუმრებს მომსახურეობას სთავაზობს 2022 წლის 1 იანვრიდან.
ძირითადი მოვალეობები: - ყოველ დილით და საღამოს სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება; - ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება; - სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით; - სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; - სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება; - სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარება; - სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ; - სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე და კომპიუტერული მართვის პროგრამების ცოდნა. - კარგი კომუნიკაციის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.