ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
"iSpace | Apple Premium Partner" ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში; ** ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი; ** მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება; ** ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება; ** თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად; ** მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება ** პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ ლისტების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება ** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება ** სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი
რა გელოდება ჩვენთან?
** დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში ** Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა ** თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა) ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ https://hel-ai.com/apply/XMp3aX7
შენი კარიერა იწყება აქ!