მებაღე
შპს "უნ 1" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №46
ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი — 10:00-19:00; შაბათი — არასრული სამუშაო დღე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მებაღის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიებისა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
** გაზონის რეგულარული გაკრეჭა და მოვლა;
** საჭიროების შესაბამისად ხეებისა და ბუჩქების დარგვა და გადარგვა;
** მცენარეთა ფორმირებითი ჭრის განხორციელება;
** ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და გამოხშირვა;
** მცენარეთა გარშემო სარწყავი ჯამების მოწყობა და ნიადაგის გაფხვიერება;
** მცენარეთა საჭიროებების შესაბამისად მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა;
** მცენარეთა პრევენციული და საჭიროებისამებრ სამკურნალო შეწამვლა მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით;
** გამწვანებული ტერიტორიების სარეველებისგან გაწმენდა;
** საჭიროების შესაბამისად მცენარეთა მორწყვა;
** სამუშაო ინვენტარის სათანადო გამოყენება, მოვლა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მოწესრიგება და დასაწყობება;
** სამუშაო მასალებისა და ინვენტარის საჭიროების შესახებ უფროსი მებაღის დროული ინფორმირება;
** გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამებაღეო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მცენარეთა მოვლა-პატრონობის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამებაღეო ინვენტარის გამოყენების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მებაღედ მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ მებაღე
განცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი;
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.