8155 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FSCJ19MY გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების ასისტენტი

via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტზე გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება; ** ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება; ** სატელეფონო ზარების პასუხი; ** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა; ** რეპორტინგი; ** ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით); ** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა