8395 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FSCJ19MY გამოქვეყნდა 27 აგვ 18 ნახვა

m²

გაყიდვების ასისტენტი

გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²" - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტზე გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;

** ობიექტზე მისული კლიენტებისათვის ბინების ჩვენება;

** სატელეფონო ზარების პასუხი;

** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;

** რეპორტინგი;

** ობიექტზე გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის მიმართულებით);

** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;

** დროის მართვის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;

** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;

** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა