გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FSN79KVX გამოქვეყნდა 5 ნოე 24 ნახვა

.NET დეველოპერი

Hash Bank გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

პოზიციის დასახელება: .ნეტ დეველოპერი სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ. ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები

  • მაღალი ხარისხის backend ფუნქციონალის შექმნა .NET 9 / ASP.NET Core, EF Core-ზე.
  • საბანკო სისტემებისთვის ახალი მოდულების და სერვისების შექმნა ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად.
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია, მოდიფიკაცია და მხარდაჭერა.
  • მონაცემთა ბაზის დიზაინი, ოპტიმიზაცია და განვითარება Microsoft SQL Server-ისა და EF Core-ის გამოყენებით
  • მესიჯ-ბროკერზე დაფუძნებული ინტეგრაციების დიზაინი და იმპლემენტაცია RabbitMQ-ს გამოყენებით
  • დისტრიბუტირებული ქეშირების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება Redis Cache-ის გამოყენებით.
  • მონოლითური სისტემიდან მიკროსერვისულ არქიტექტურაზე გადასვლის პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური ლიდერობა.
  • DDD, CQRS, Event Sourcing, Clean Architecture პრინციპების დანერგვა.
  • სისტემის გამძლეობის, მასშტაბურობისა და მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
  • გუნდის მიერ დაწერილი კოდის მიმოხილვა, ხარისხის უზრუნველყოფა და სტანდარტების დანერგვა.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.
  • ტესტირებადი კოდის პრინციპების დაცვა
  • კრიტიკული ფუნქციონალის Unit და Integration ტესტებით დაფარვა
  • უმაღლესი განათლება სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • NET 9, ASP.NET Core, EF Core, C# ცოდნა.
  • ღრმა ცოდნა MS SQL Server-ში და მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაციაში.
  • RabbitMQ-ს, Redis Cache-ის და ElasticSearch-ის გამოყენების გამოცდილება.
  • Docker, Kubernetes, GIT, GitLab, CI/CD პროცესების ცოდნა.
  • მიკროსერვისული არქიტექტურის, DDD, CQRS და Event Sourcing-ის ღრმა ცოდნა.

ცოდნა და გამოცდილება

  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესობად)
  • უმაღლესი განათლება სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

უნარები

  • ლიდერობის უნარი და გუნდის განვითარებაზე ორიენტირება.
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ფოკუსირება.
  • ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი, 2026.

სათაურში მიუთითეთ: .NET Developer

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა