ჰოსტესი
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ჰოსტესს ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მომსახურების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება, კონტროლი და აღრიცხვა;
** სხვადასხვა აქტივობის/სერვისის ჯავშნების მართვა (გაკვეთილები, გასეირნებები და სხვა);
** სატელეფონო ზარების მიღება და ჯავშნების გაფორმება;
** SMS შეტყობინებებზე დროული პასუხი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწესრიგებულად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — აუცილებელია;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
** სტუმრებთან თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები: 11:00-20:00;
** კვირაში 1 დასვენების დღე;
** სამუშაო არის ადგილზე.
ანაზღაურება: 1600 ლარი + გაყიდვებიდან 3% ბონუსი.
თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გამოგვიგზავნე CV: და შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.