ბარისტა
"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.
კომპანია "KOPI" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბარისტა
ძირითადი მოვალეობები:
- ჩვენი სტანდარტების შესაბამისად ყავის და ბარის სასმელების მომზადება
- ბარის მენიუს, ყავის მარცვლების და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის გააზრება და საჭირო რეაგირება
რას ველით შენგან:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში — უპირატესობად ჩაითვლება
- გუნდური და კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ენერგიული მენტალიტეტი
ჩვენ გთავაზობთ:
- ტრენინგები და პრაქტიკული სწავლებას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- კვებას
- სპეციალური ფასდაკლება Kopi-ს პროდუქციაზე
- მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
- სამუშაო ცვლა: დილა (8:30-17:30) საღამო (13:30-22:30)
აუცილებელია გიყვარდეთ ყავა!
თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "კოპი შოპი" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით (ბარისტა) — შემდეგ ელ. ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.