8,610 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FYSB6JYH გამოქვეყნდა 14 სექ 13 ნახვა

დამსაქმებელი

დამსაქმებელი

HR მენეჯერის ასისტენტი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ოქტ

ჩვენ ვეძებთ HR მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება HR მენეჯერს და გადაიბარებს ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებს. თქვენს დროს ძირითადად ორ მიმართულებაზე გადაანაწილებთ: ერთის მხრივ ადმინისტრირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ახალი თანამშრომლების მოძიებაზე, გასაუბრებებსა და ონბორდინგზე (Onboarding).

რას გააკეთებთ:

  • თანამშრომელთა ჩანაწერების ზუსტად და ორგანიზებულად განახლება;
  • თანამშრომელთა მიღების, ცვლილებებისა და წასვლის საბუთების სწორად და დროულად გაფორმება;
  • ბენეფიტებისა და შეღავათების კოორდინირება;
  • ღია პოზიციების განთავსება შესაბამის არხებში;
  • კანდიდატების შემოწმება და სკრინინგი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • გასაუბრებების ორგანიზება და დაქირავების პროცესის მხარდაჭერა.

მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ როლისთვის:

  • ორგანიზებულობა: ჩანაწერები, საბუთები და ვადები კონტროლდება ისე, რომ არაფერი გამორჩეს;
  • ოპერატიულობა: პასუხობთ სწრაფად ან გულწრფელად ამბობთ, როდის გექნებათ პასუხი;
  • ცნობისმოყვარეობა: გაინტერესებთ HR საქმიანობა და გსურთ დროთა განმავლობაში ამ სფეროში გაიზარდოთ.

ანაზღაურება: 1800 (ნეტი/ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა