ნომრის დიასახლისი (ყაზბეგი)
ყაზბეგში ახლად გახსნილი სასტუმრო „Lens Design Hotel By DNT Group“ აცხადებს ვაკანსიას ნომრის დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, გორგასლის ქ. №3 სამუშაო გრაფიკი: 6/1, 09:00–18:00 ანაზღაურება: 1800 ₾ საცხოვრებელი და კვება უზრუნველყოფილია!
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
- ნომრების მომზადება სტუმრების მიღებამდე;
- სისუფთავისა და ჰიგიენის დადგენილი სტანდარტების დაცვა;
- თეთრეულის, პირსახოცებისა და საჭირო ნივთების დროული შეცვლა;
- ნომრებში არსებული ინვენტარისა და ნივთების მდგომარეობის კონტროლი;
- დაზიანების ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
- დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის სათანადო გამოყენება;
- სასტუმროს შიდა წესებისა და სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლიანობა და მოწესრიგებულობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
- სასტუმროში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაგვიკავშირდით: — ავთო
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.