გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

G098VHX0 გამოქვეყნდა 6 ნოე 4 ნახვა

მძღოლი-დისტრიბუტორი

ორი ნაბიჯი გარე განცხადება
₾1900 / თვეში ბოლო ვადა: 21 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მძღოლი-დისტრიბუტორი - ქუთაისი,

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

"2 ნაბიჯი" 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

სამუშაო პირობები

  • გაზრდილი ანაზღაურება: 1900 ლარი
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საწყობამდე
  • მუშაობა 2 დამხმარესთან ერთად
  • სამუშაო გრაფიკი: 20:00-05:00
  • სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი #19

ძირითადი ფუნქციები

  • სუპერვაიზერის მიერ მიღებული მარშრუტის შესაბამისად ტვირთის ჩატვირთვა მანქანაში და განაწილება ობიექტებში.
  • კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში შესატანი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
  • სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკანდასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
  • ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სატვირთო ავტომობილის მართვა მოძრაობის და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით;
  • სავაჭრო ობიექტის გაღება მიღებული კოდის მეშვეობით და დისტრიბუციის პროცესის დასრულების შემდგომ დაცვის სამსახურთან დაკავშირება ობიექტის კვლავ დაცვაზე აყვანის შესახებ;
  • სამუშაო დღის დასრულების შემდგომ ავტომობილის გასუფთავება და მომდევნო დღისთვის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • C კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PVE2UWMd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა