მზარეული
რესტორანი "ვოის სამზარეულო" ეძებს ადამიანს, რომელსაც უყვარს კულინარია და სურს ისწავლოს, განვითარდეს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს.
თუ გინდა, გაიუმჯობესო შენი უნარები და იმუშაო მეგობრულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, ჩვენი გუნდის წევრი გახდე! გამოცდილება აუცილებელი არ არის - ჩვენთვის მთავარია შენი მონდომება, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №29;
- სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00;
- დღეები შეთანხმებით.
რას გააკეთებ:
- მოამზადებ მენიუთი გათვალისწინებულ კერძებს;
- იზრუნებ კერძების ხარისხსა და გემოზე;
- იზრუნებ სამუშაო სივრცის სისუფთავესა და ჰიგიენაზე;
- ითანამშრომლებ გუნდთან და ჩაერთვები სამზარეულოს ყოველდღიურ პროცესებში.
თუ კულინარიის სფეროში განვითარება გინდა და მზად ხარ ისწავლო, სიამოვნებით გაგიცნობთ!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე და მოკლედ გაგვიზიარე ინფორმაცია შენს შესახებ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.