პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

G28W51WY გამოქვეყნდა 9 ნოე 7 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

ბლექსი ინვესტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ბლექსი ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც განავითარებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან და გაუძღვება პარტნიორული გაყიდვების პროცესს.

ძირითადი მოვალეობები

  • უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და პარტნიორთა ქსელის გაფართოება;
  • აგენტებისთვის კომპანიის პროექტებისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა;
  • პარტნიორების კონსულტაცია და ობიექტების პრეზენტაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
  • პარტნიორებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა;
  • CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების აღრიცხვა;
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • არსებულ და პოტენციურ პარტნიორთა ბაზასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.

რას გთავაზობთ

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს;
  • გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;
  • ხარისხიან შემომავალ ლიდებს;
  • თანამედროვე CRM სისტემას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა