ბარისტა
ღვინის და ყავის ბარი "Amber Wine" ეძებს ბარისტას ქუთაისში!
პირობები
- ადგილმდებარეობა: ქუთაისი, "Amber Wine" (ცენტრალურ მოედანზე)
- გრაფიკი: ცვლებში — დილისა (08:00-16:00 და საღამოს მონაცვლეობით (16:00-00:00)
- ანაზღაურება: 1200 ლარი პლუს თიფი
ძირითადი მოვალეობები
- ყავისა და სხვა სასმელების მომზადება
- სტუმრების დახვედრა და მომსახურება
- ღვინის შეთავაზება და სერვირება
- სალაროსთან მუშაობა
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
მოთხოვნები და უნარები
- კომუნიკაბელურობა, ყურადღება და პასუხისმგებლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა
- როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობა
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა, ღვინის ცოდნა დამატებითი პლუსია.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ სივი ფოტოსურათით მითითებულ მეილზე.