გაყიდვების სპეციალისტი
−12% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,267 ₾ · 145 განცხადება
გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ
გათბობა-გაგრილების იმპორტიორი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას თბილისში.
ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პროდუქციის პროფესიონალურ წარდგენას, კვალიფიციურ კონსულტაციას და საცალო გაყიდვების პროცესის ეფექტიან წარმართვას.
პოზიციაზე დასაქმებამდე გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგი.
ფუნქცია-მოვალეობები
- პროდუქციის ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა;
- პროდუქციის შერჩევის პროცესში მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
- სასაქონლო ნაშთების კონტროლი, პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და მარაგების დასაწყობება;
- შოურუმში არსებული მარაგების მუდმივი განახლება და სეგმენტაციის მიხედვით განთავსება;
- მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის შეგროვება, გასატანად მომზადება, სატრანსპორტო საშუალებამდე მიტანა და ჩატვირთვის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ფლობა; (1C პროგრამის ცოდნა სასურველია).
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-დან 18:00-მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: 2000 ლარი (Net) + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი.
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება;
- Fitpass-ი;
- კორპორაციული ნომერი;
- თანამშრომლის ფასდაკლება.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე და Subject-ში მიუთითოთ: გაყიდვების სპეციალისტი.