8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

G8RQWQM2 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

პროდუქტის განვითარების მენეჯერი

ქართული აგრო სახლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾3500 / თვეში ბოლო ვადა:

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი - დავით აღმაშენებლის ხეივანი N230

სამუშაო საათები - სტანდარტულად, კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-18:00)

ანაზღაურება: 3500 ლარი NET

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული და ახალი პროდუქტების განვითარების სრული ციკლის მართვა

** ბაზრის, მომხმარებლის მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.

** პროდუქტის განვითარების პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია, ვადებისა და რისკების მართვა.

** მარკეტინგის, გაყიდვების, შესყიდვების, წარმოებისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის წარმატებული დანერგვის უზრუნველსაყოფად.

** პროდუქტის სპეციფიკაციების, ფასწარმოქმნისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

** პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან, ხარისხის სტანდარტებთან და შიდა პროცედურებთან.

** პროდუქტის განვითარების ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი.

** ბაზრის ტენდენციების, ინოვაციებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი მონიტორინგი.

** მენეჯმენტისთვის პროდუქტის განვითარების პროგრესისა და შედეგების რეგულარული ანგარიშგება.

** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის პრეზენტაციებისა და შიდა ტრენინგების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, კვების ტექნოლოგიის, აგრონომიის ან მონათესავე მიმართულებით.

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტის განვითარების, კატეგორიის მართვის, ბრენდ მენეჯმენტის ან მსგავს პოზიციაზე.

** სასურველია გამოცდილება FMCG, კვების ან წარმოების სექტორში.

** პროდუქტის განვითარების სრული ციკლის მართვის გამოცდილება.

** ბაზრის კვლევის, კონკურენტული ანალიზისა და მომხმარებლის მოთხოვნების შეფასების პრაქტიკული გამოცდილება.

** პროექტების მართვისა და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება.

** ფინანსური ანალიზისა და ფასწარმოქმნის პრინციპების ცოდნა.

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელბის დაზღვევა;

** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;

** პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქართული აგრო სახლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის