7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

G9YJ286B გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

სტერილიზაციის მედდა

Silk Medical via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კლინიკა Silk Medical აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის მედდის პოზიციაზე უზნაძის ფილიალში.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და გსურს იმუშაო პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში, შემოგვიერთდი! პოზიცია: სტერილიზაციის მედდა სამუშაო ადგილი: უზნაძის ფილიალი

სამუშაო გრაფიკი: - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება - სამუშაო საათები: 09:00 – 21:00

ძირითადი მოვალეობები: - სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სტერილიზაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; - ინსტრუმენტების მიღება, დახარისხება, გაწმენდა, შეფუთვა და სტერილიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვა; - სტერილიზაციის აპარატურის სწორად გამოყენება და ტექნიკური წესების დაცვა; - სტერილური მასალებისა და ინსტრუმენტების აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი; - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ინფექციის კონტროლის წესების დაცვა; - შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამედიცინო განათლება (მედდის კვალიფიკაცია); - სტერილიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; - პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას; - კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ღირსეულ სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@silkmedical.ge Silk Medical გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Silk Medical
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა