8523 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GA39H9BF გამოქვეყნდა 8 სექ 2 ნახვა

თიბისი

თიბისი

ასოცირებული ბანკირი / მცირე და საშუალო ბიზნესი

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ასოცირებული ბანკირი (მცირე და საშუალო ბიზნესი) - ცენტრალური ფილიალი

ადგილმდებარეობა: თბილისი მოქმედების ვადა: 19/09/2026 დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს

სამუშაოს აღწერა რას გააკეთებ: - სმოლ და მედიუმ კლიენტების სრულყოფილი და მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა; - მომსახურების ხარისხის მაღალი დონის მისაღწევად ბანკის ყველა სტრუქტურებთან კოორდინაცია; - სმოლ და მედიუმ კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების სრულყოფილების უზრუნველყოფა; - კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი თიბისი ჯგუფის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა; - უფლებათა მატრიცითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული საოპერაციო დავალებების შესრულება; - საოპერაციო ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისმათ შორის მინდობილობის ტექსტის და სხვადასხვა განაცხადების მომზადება, პასუხისმგებელ განყოფილებებთან შეთანხმება და ხელმოწერის უზრუნველყოფა; - ოპერაციებთან დაკავშირებით კლიენტებთან კომუნიკაცია - პრობლემის გადაწყვეტის უზრუნველყოფა; - არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია;

კვალიფიკაცია - ბანკში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (აუცილებელია იურიდიული პირების მომსახურების კუთხით); - საოფისე პროგრამების ცოდნა; - ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; - საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა; - AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

პიროვნული უნარ-ჩვევები: - მაღალი მოტივაცია; - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - გუნდურად მუშაობის უნარი; - პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი; - დეტალებზე ფოკუსირებული; - გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BK6B9

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის