უმცროსი ბუღალტერი
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში ასახვა; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; ** RS.ge-ზე გამოწერილი ზედნადებების საბუღალტრო პროგრამასთან შედარება; ** საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე. ** ანაზღაურება: პირველი თვე 1200 ლარი, მომდევნო თვიდან 1600 ლარი (NET); ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.