მექანიკური სისტემების ინჟინერი
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს პროექტების დაგეგმვისა და შეფასების დეპარტამენტის მექანიკური სისტემების ინჟინრის ვაკანტურ პოზიციაზე.
ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/
ვაკანტური პოზიცია: 1 (ერთი) ერთეული; სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება); ანაზღაურება: დარიცხული სახით - 4960 ლარი; დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.
ფუნქციები და მოვალეობები
- საპროექტო გუნდების მიერ მომზადებული მექანიკური სისტემების (ხანძარქრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები) ნახაზების, გაანგარიშებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური რევიზია; მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სტანდარტებთან, საკანონმდებლო რეგულაციებსა და დამკვეთის მოთხოვნებთან (ToR).
- ხანძარქრობის (NFPA, EN 12845), წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების საფუძვლიანი ცოდნა და პროექტირების გამოცდილება.
- მიმდინარე პროექტში ჩართულ სხვა საინჟინრო მიმართულებებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტროობა) მჭიდრო თანამშრომლობა; უზუსტობებისა და ცდომილებების (კოლიზიების) აღმოფხვრა
- საპროექტო გადაწყვეტილებების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, არაეფექტური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის (ხარჯეფექტური და ენერგოეფექტური) რეკომენდაციების შემუშავება.
- პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა, ტექნიკური შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების პერიოდული ინსპექტირება და ხარისხის კონტროლი (საჭიროებისამებრ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი ტექნიკური განათლება (წყალმომარაგება და წყალარინება / სამოქალაქო ინჟინერია / მექანიკის ინჟინერია ან მომიჯნავე საინჟინრო მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება:
კანდიდატს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და ხანძარქრობის სისტემების პროექტირების, სამონტაჟო სამუშაოების წარმოების ან ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით.
პროფესიული ცოდნა და უნარები
- ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. NFPA 13/14/20, IPC, EN, DIN, СНиП)
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
- საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Gmail,
- საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) ცოდნა.
საკონკურსო მოთხოვნები
- საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
- "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება;
- "ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №558;
- საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ".
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, 2026 წლის 10 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მექანიკური სისტემების ინჟინერი".
წარმოსადგენი დოკუმენტები
- ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) (hr.gov.ge-ს ფორმატში) - PDF ფაილით (PDF ფაილის დასახელება: CV- სახელი და გვარი (ქართულ ენაზე));
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
კონკურსის ეტაპები:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
წარმოდგენილი რეზიუმეების განხილვისა და გადარჩევის შემდგომ, დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ეცნობებათ ინფორმაცია გასაუბრების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ. არასრულყოფილად ან/და დადგენილი მოთხოვნის დაცვის გარეშე წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საკონტაქტო პირი თამარ სარაჯიშვილი.