ინვენტარიზაციის სპეციალისტი
აუდიტორული კომპანია შპს ,,მოდერნ აუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სასაქონლო მარაგების, ძირითადი საშუალებების ფიზიკური დათვალიერება (უნიკალური კოდის მინიჭება), აღწერა და მონაცემების დოკუმენტირება;
- ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა და შესაბამის სისტემებში ასახვა;
- ფაქტიური და ბუღალტრული ნაშთების შედარება;
- სხვაობების გამოვლენა და ანალიზი;
- ინვენტარიზაციის პროცესის დოკუმენტირება;
- ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა;
მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- დროის ეფექტურად მართვა;
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.