მითერი
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.
ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ოფისში შემოსულ მომხმარებელთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება
- მომხმარებლისთვის ყავა/ჩაი შეთავაზება
- ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დროული დაკავშირება
- ოფისში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება და კონტროლი
- საკანცელარიო მარაგების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
- გამართულად კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2026 წელი.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.