7811 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GH7W9ADY გამოქვეყნდა 31 აგვ 1 ნახვა

მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტი

აითრეიდი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"iTrade.ge" წარმოადგენს შესყიდვების სატენდერო პლატფორმას, რომელიც B2B სექტორში უკვე 2 წელია ოპერირებს და კომპანიებს ეხმარება მარტივად იპოვონ ახალი მომწოდებლები და აწარმოონ შესყიდვები, ასევე მონაწილეობა მიიღონ პლატფორმაზე გამოცხადებულ ტენდერებში და გაზარდონ თავიანთი გაყიდვები.

"iTrade.ge" აცხადებს ვაკანსიას მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

კანდიდატის ძირითადი მოვალეობაა iTrade.ge-ზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ შესაბამისი პოტენციური მომწოდებლების სატელეფონო ინფორმირება და მათთვის ტენდერში მონაწილეობის შეთავაზება.

თქვენი მოვალეობები იქნება:

** წინასწარ მოწოდებულ საკონტაქტო ბაზასთან დაკავშირება;

** მომწოდებლებისთვის მიმდინარე ტენდერის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება;

** ტენდერში მონაწილეობის შეთავაზება;

** დაინტერესებული კომპანიებისთვის საჭირო ინფორმაციის/ბმულის გაზიარება;

** განხორციელებული ზარებისა და მიღებული პასუხების მარტივი აღრიცხვა;

** მომწოდებლების მოძიება და საკონტაქტო ბაზების შეგროვება ამ პოზიციის მოვალეობაში არ შედის — ბაზა მოგეწოდებათ კომპანიის მხრიდან.

რას ველით კანდიდატისგან:

** გამართული და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

** თავაზიანი და პროფესიონალური სატელეფონო კომუნიკაცია;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** საოფისე პროგრამებში მუშაობის საბაზისო უნარები;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: დისტანციური

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

** სამუშაო საათები: 10:00-18:00

თუ კარგად გამოგდით ადამიანებთან კომუნიკაცია, არ გიჭირთ სატელეფონო საუბარი და გსურთ დისტანციურად მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აითრეიდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა