ფეხსაცმლის წმენდის სპეციალისტი
სოლ ფრეში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ფეხსაცმლის წმენდის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ვეძებთ ყურადღებიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს განვითარდეს ფეხსაცმლის მოვლის სფეროში და იმუშაოს სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში!
მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის ყველაფერს ისწავლით სტაჟირებისას. რომელიც ანაზღაურებადია
- ინტერესი სპორტული ფეხსაცმლისა და ფეხსაცმლის მოვლის ინდუსტრიის მიმართ
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
- საწყის ეტაპზე მუშაობა საჭიროების მიხედვით
მოვალეობები
- ფეხსაცმლის ხელით და მანქანით წმენდა
- ფეხსაცმლის გასაცემად მომზადება (შეფუთვა, საბოლოო დამუშავება)
- ტყავის, ზამშისა და ნუბუკის შეღებვა
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება
- ადმინისტრატორთან თანამშრომლობა დავალებებისა და ხარისხის საკითხებზე
პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება თითოეულ დამუშავებულ პროდუქტზე
- სავარაუდო შემოსავალი დღეში 50 - 90 ლარამდე
- სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
- საწარმოს სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.